22 მარტი 2025,   20:45
ვრცლად
2024 წელს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წელთან შედარებით, 9.4% შეადგინა - საქსტატი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      2024 წელს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წელთან შედარებით, 9.4% შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლება, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

      "საქართველო უკვე 4 წელია ავლენს თითქმის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და გაზრდილია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ამერიკულ დოლარში. 9141 დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული ეტაპია, 9 ათასზე მაღალი პირველად ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 2024 წელს 8880 დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. 2030 წლისთვის, საქართველო ნამდვილად გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა.

       

      დღის ამბები
      მეტი