22 მარტი 2025,   18:32
ვრცლად
გადახდის ინოვაციური მეთოდები, ღია ბანკინგი და ციფრული ფინანსების გაერთიანება - საქართველო გლობალურ ფინტექ სისტემაში ლიდერი ქვეყანაა

გადახდის ინოვაციური მეთოდები, ღია ბანკინგი და ციფრული ფინანსების გაერთიანება - საქართველო გლობალურ ფინტექ სისტემაში ლიდერი ქვეყანაა. გადასახადის გადამხდელებს ტრადიციულ, ანუ მოქმედ მეთოდთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ საგადასახადო და საბაჟო სერვისების საფასური, ღია ბანკინგის გამოყენებით, ასევე კრიპტოვალუტის კონვერტაციის საშუალებით გადაიხადონ. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ გადახდის სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზება კონკურენციას ზრდის და საერთაშორისო ბაზარზე
ქვეყნის პრესტიჟს განსაზღვრავს.

საფინანსო სექტორში განმარტავენ, რომ ტრადიციული და ციფრული ფინანსების გაერთიანების ინიციატივა, ამ მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ აქცევს. მათივე განცხადებით ინოვაცია გლობალური ბიზნესისა და კრიპტო ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობას, უფრო ზრდის.

გადახდის მეთოდების დანერგვაში საქართველოს, როგორც ლიდერ ქვეყანას, შესაძლებლობა აქვს მოიზიდოს საერთაშორისო მეწარმეები, სტარტაპები და კრიპტო-ინოვატორები. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ვირტუალური აქტივების მომსახურებისთვის, 24 ლიცენზია გაიცა.

საფინანსო სექტორში ამბობენ, რომ ღია ბანკინგი მოქალაქეებს თანხების თავისუფლად განკარგვის საშუალებას აძლევს. ფინანსურ ინოვაციებში ახალი მიდგომებით საქართველო, ლიდერის პოზიციას იკავებს.

დღის ამბები
მეტი