
ლონდონის გარეუბან ჰეისში მდებარე ელექტრო ქვესადგურის ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით 70 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. შემთხვევის ირგვლივ 200 მეტრიანი კორდონი მოეწყო.
ტრანსფორმატორი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა შედგებოდა 25,000 ლიტრი გამაგრილებელი ზეთისგან, რამაც დიდი საფრთხე შექმნა მაღალი ძაბვის აღჭურვილობის გამო.
შემთხვევის გამო, ჰეისთან ახლოს მდებარე ჰითროუს აეროპორტში ელექტროენერგია სრულად გამოირთო.
ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სატრანზიტო ცენტრია, მისმა უფუნქციობამ კი გლობალური სამოგზაურო ქაოსი გამოიწვია. გადაიდო 1000-ზე მეტი ფრენა.
ჰითროუში ჩასვლა ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან - მათ შორის არიან: სიდნეი, ჰონგ კონგი, ბანგკოკი, სინგაპური, იოჰანესბურგი, ნიუ-იორკი და მაიამი.
წყარო: CNN-ი.