
This is a modal window.
ქვემო ფონიჭალა სპეცოპერაციის ეპიცენტრი კიდევ ერთხელ გახდა. 35, 40 და 57 წლის მამაკაცები, სამართალდამცველებმა სხვადასხვა ლოკაციაზე აიყვანეს. დაკავებული პირებიდან ორს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ედავება, ერთს კი ბრალი შეძენა შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.
"კურიერი" რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების საცხოვრებელ მისამართებზე მივიდა. სამართალდამცველებმა ხელბორკილები ვიტალი ახმედოვს დაადეს.
"კურიერმა" გაარკვია, რომ სახლის ჩხრეკისას პოლიციამ გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღო.
ნარკოდანაშაულის საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა თავისუფლების ქუჩაზეც, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე სამართალდამცველებმა იქრამ გუსეინოვი აიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ფსიქოტროპული საშუალებები პრეგაბალინი და მარიხუანა.
სპეცოპერაციამდე სამართალდამცველებმა, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოსამართლის განჩინებით გადაღებული საკონტროლო შესყიდვის კადრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ჩანაწერებში ჩანს როგორ
ყიდიან, სავარაუდოდ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე. საქმეში, მტკიცებულების სახით, რეალიზაციის შედეგად აღებული თანხაც დევს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები ახლა წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში არიან. კურიერი ახმედოვის და გუსეინოვის ადვოკატს ესაუბრა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.