28 მარტი 2025,   14:30
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, საქართველო აფასებს იმ პოზიციებს, რასაც უნგრეთი ევროკავშირის ფარგლებში აფიქსირებს.

      ორი ქვეყნის გამოწვევები, თანამშრომლობა, საგარეო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ უნგრელმა კოლეგამ მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ამბასადორიალზეც მიიწვია.

      ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

      "იყო საუკეთესო შესაძლებლობა უნგრეთის ელჩებისათვის მიმემართა და გვემსჯელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც არის საქართველოსთვის საინტერესო საერთაშორისო დღის წესრიგში და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაფასებთ იმ პოზიციებს, რასაც უნგრეთი აფიქსირებს ევროკავშირის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს იმაში, რომ მოხდეს პრევენცია იმ არასამართლიანი მიდგომების, რომელსაც ძალიან ხშირად ბრიუსელი იყენებს საქართველოსთან მიმართებაში და კონკრეტული აქტორები", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

      დღის ამბები
      მეტი