08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
ვისკონსინის შტატში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად მდინარე მისისიპიში ეთანოლი ჩაიღვარა

ვისკონსინის შტატში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად მდინარე მისისიპიში ეთანოლი ჩაიღვარა. სატვირთო მატარებელი, რომელიც ქიმიური ნივთირებით იყო დატვირთული, ლიანდაგებიდან გადავიდა და გადატრიალდა, რის გამოც ცისტერნიდან ეთანოლმა გაჟონა.

ადგილზე ექსპერტთა ჯგუფია მობილიზებული, რომელიც გარემოზე მიყენებულ ზიანს შეისწავლის. სარკინიგზო ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დღის ამბები