08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
რუმინეთში ახალი მთავრობის დასამტკიცებლად კონსულტაციები დღეიდან იწყება

რუმინეთში ახალი მთავრობის დასამტკიცებლად კონსულტაციები დღეიდან იწყება. მასში პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას გეგმავს.

წუხელ კი პრეზიდენტი ბუქარესტის ცენტრში საპროტესტო აქციაზე მივიდა, თუმცა მან აქცია კომენტარის გარეშე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოთხოვნა შესრულებულია და მთავრობა გადადგა, მოქალაქეები ქვეყანაში ცვლილებებს ითხოვენ. მასშტაბური აქციებს მიზეზი კი ერთი კვირის წინ ბუქარესტის კლუბში მომხდარი ტრაგედია გახდა.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 45-მდე გაიზარდა. დემონსტრანტების აზრით, უბედური შემთხვევა კორუფციული გარიგების საფუძველზე გაცემული ლიცენზიის შედეგია.

დღის ამბები