08 ოქტომბერი 2024,   18:59
ვრცლად
მოსკოვში ფეესბეს შენობას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

მოსკოვში უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს. უჩვეულო პერფორმანსების მოწყობით ცნობილმა რუსმა მხატვარმა, პიოტრ პავლენსკიმ, ფეესბეს შესასვლელ კარს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

მხატვარი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით გადაიყვანეს ტელეარხ დოჟდის ორი ჟურნალისტიც. ისინი მხატვრის პერფორმანსს იღებდნენ.

დღის ამბები