08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
რუსეთის პროკურატურამ ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორად ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა

რუსეთის პროკურატურამ ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორად ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

გამოძიების ცნობით, ქილერებს მანქანა და პისტოლეტი სწორედ მუხუდინოვმა გადასცა. რუსეთის უშიშროების სამსახურმა რუსლან მუხუდინოვის ძებნა მაისიდან დაიწყო, თუმცა მის კვალს ვერსად მიაგნო. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა ცოცხალიც აღარ იყოს.

ბორის ნემცოვის ოჯახი აცხადებს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მუხუდინოვის გარდა ბრალს წაუყენებენ ჩეჩნური სპეც ბატალიონის მეთაურის მოადგილეს რუსლან გერემეევსაც, რომელმაც რუსეთი უკვე დატოვა და სავარაუდოდ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს აფარებს თავს.

დღის ამბები