08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
რუსეთი უნდა მოიკვეთოს ყველა ტურნირიდან - მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მიმართავს

რუსეთი უნდა მოიკვეთოს ყველა ტურნირიდან, რომელიც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება. ასეთი რეკომენდაციით მიმართა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდა 323 გვერდიანი ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია რუსულ მძლეოსნობაში დოპინგის გამოყენების შესახებ გამოძიების შედეგები.

ანტისადოპინგო სააგენტო ადანაშაულებს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს "პირდაპირ დაშინებასა და უხეშ ჩარევაში". უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს მუდმივი გავლენა ჰქონდა მოსკოვში ქვეყნის მთავარ ანტისადოპინგო ლაბორატორიაზე.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ რუსულ მხარეს ბრალდებებზე საპასუხოდ 48 საათი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებიდან მოიკვეთებიან.

დღის ამბები