08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
ნახევარ ტონაზე მეტი კოკაინი გულშემატკივრების ავტობუსში - შემთხვევა კოლიუმბია-ჩილეს საზღვარზე

ნახევარ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს კოლუმბიისა და ჩილეს საზღვართან გულშემატკივრების ავტობუსიდან, რომელიც ამ ორი ქვეყნის ნაკრები გუნდების თამაშზე მიემგზავრებოდნენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ნარკოტიკები მძღოლებისა და რამდენიმე ტურისტის სკამქვეშ იყო დამალული. კოლუმბიისა და ჩილეს საფეხბურთო შეხვედრა ქალაქ სანტიაგოში 12 ნოემბერს გაიმართება, თუმცა ავტობუსში მყოფი ფანები დასწრებას ვერ შეძლებენ, ყველა მათგანი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები