08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
პლუტონზე 2 ყინულოვანი ვულკანი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა პლუტონზე 2 ყინულოვანი ვულკანი აღმოაჩინეს. ნასამ კოსმოსური აპარატის მიერ გადაღებული ახალი ფოტომასალა გამოაქვეყნა. სპეციალისტების ვარაუდით, სურათებზე გამოსახული მთები ე.წ. კრიო-ვულკანებია, რომლებიც უახლოეს წარსულში აქტიურ ფაზაში იმყოფებოდნენ.

ნასას მეცნიერები აცხადებენ, რომ მთების სიმაღლე რამდენიმე კილომეტრია და მათ წვერზე არსებული კრატერებიც გიგანტური ზომის ჩანს. პლუტონის ზედაპირის უკეთ შესწავლის მიზნით, კოსმოსური აპარატის მიერ გადაღებული ფოტომასალა სპეციალისტებს სამგანზომილებიან ფორმატში გადააქვთ.

დღის ამბები