08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
მოდილიანის "მწოლიარე შიშველი ქალი" 170 მილიონ დოლარად გაიყიდა

მოდილიანის მწოლიარე შიშველი ქალი 170 მილიონ დოლარად გაიყიდა. ვაჭრობა ნიუ იორკის კრისტის აუქციონის სახლში გაიმართა. ამედეო მოდილიანის შედევრი ლოტის წარდგენიდან 9 წუთში ანონიმმა მყიდველმა შეიძინა.

იტალიელმა მხატვარმა მწოლიარე შიშველი ქალი 1917-18 წლებში შექმნა. აუქციონის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ ტილომ რეკორდი დაამყარა, რადგან დღემდე მოდილიანის ნამუშევრები 71 მილიონ დოლარზე ძვირად არ გაყიდულა.

კრისტის აუქციონზე კიდევ ერთი რეკორდი პოპ არტის მიმდინარეობაში ამერიკელი მხატვრის როი ლიხტენშტეინის ნამუშევარმა დაამყარა. ტილო სახელწოდებით ძიძა 95 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

დღის ამბები