11 აგვისტო 2026,   19:57
ვრცლად
სეტყვა და ძლიერი ქარი კახეთში - დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა ვენახები

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. რამდენიმე წუთიანმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანსა და ჩაჩხრიალოში საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები დააზიანა.

როგორც ადგილობრივები  ამბობენ, სტიქის დროს ძლიერი ქარი და უხვი ნალექიც  იყო.  
წვიმის შედეგად ადიდებული მდინარიდან გადმოსული წყალი კი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და 5-მდე სახლის პირველ სართული და ეზო დატბორა. ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი.

ალექსი ფიცხელაურმა დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან. 

დღის ამბები