08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი დაამტკიცა

შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტში უცვლელი დარჩა პუნქტი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ოფიციალური კიევისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

პროექტში შეტანილია უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხიც, თუმცა მას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და მისი რეალიზება ადმინისტრაციის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. დოკუმენტს 91-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წარმომადგენელთა პალატამ კი ის გასულ კვირას მიიღო.

თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის ბიუჯეტის შეცვლილ პროექტს ბარაკ ობამა სავარაუდოდ, ხელს მოაწერს. პრეზიდენტმა დოკუმენტის თავდაპირველ ვარიანტს ვეტო რამდენიმე კვირის წინ დაადო.

დღის ამბები