08 ოქტომბერი 2024,   18:59
ვრცლად
სირიის არმიამ ალეპოს პროვინციაში პირველ სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია

სირიის არმიამ ალეპოს პროვინციაში პირველ სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია. სამთავრობო ძალებმა ისლამური სახელწმიფოს მებრძოლთა ალყა გაარღვიეს და კვეირასის ავიაბაზაზე შევიდნენ. მის დაკავებას ტერორისტები სამი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

ბაზაზე მხოლოდ 1000 სამხედრო იმყოფებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ტერორისტების თავდასხმებს წარმატებით იგერიებდა. პარალელურად, რუსეთმა გაეროს სირიის კრიზისის მოგვარების ახალი გეგმა შესთავაზა. დოკუმენტის თანახმად უნდა განისაზღვროს 18 თვიანი გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც არჩევნები ჩატარდება.

რუსეთი საერთაშორისო გაერთიანებას სირიის ოპოზიციური ძალების გაერთიანებას და მათ მოლაპარაკებებში ჩართვასაც სთავაზობს.

დღის ამბები