08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს საქართველოს პრემიერი სამძიმარს უცხადებს

საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს საქართველოს პრემიერმინისტრი სამძიმარს უცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  

"ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელი ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.

საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში", - წერია პრემიერის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

დღის ამბები