08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
მსხვერპლთა რიცხვი ყოველ წუთს იცვლება

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი ყოველ წუთს იცვლება. ბოლო მონაცემით, ტერაქტების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებული ტერორისტები საკონცერტო დარბაზში შეჭრისას ალაჰს ადიდებდნენ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა საფრანგეთის საზღვარზე გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული.

მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

რამდენიმე წუთში საფრანგეთის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

ვენაში გერმანიისა და ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელები საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან. ქვეყნის პირველი დიპლომატები საფრანგეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

დღის ამბები