08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
თავდასხმები პარიზში არის ისლამური სახელმწიფოს მიერ "ორგანიზებული ომი" - ფრანსუა ოლანდი პარიზის ტერაქტებში ISIS-ს ადანაშაულებს

საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის ტერაქტების მოწყობაში ისლამურ სახელმწიფოს ადანაშაულებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ფრანსუა ოლანდის განცხადების საფუძველზე ავრცელებს. 

თავდასხმები პარიზში არის ისლამური სახელმწიფოს მიერ "ორგანიზებული ომი", - განაცხადა ოლანდმა. 

პარიზში წუხელ მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ამ დრომდე არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია. შესაბამისად, წამყვანი მედიასაშუალებები წერენ, რომ ტერაქტებზე პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე ბუნდოვანია.  თუმცა, რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტები ისლამური სახელმწიფოს მიერ არის ჩადენილი. 

ცოტა ხნის წინ როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  შაბათს, პარიზის ტერაქტებამდე გავრცელდა დაუთარიღებელი ვიდეოჩანაწერი, სადაც  ISIS საფრანგეთს ემუქრება, რომ, თუკი გააგრძელებენ მათი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევას, ისინი საფრანგეთის მოსახლეობას სამაგიეროს გადაუხდიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები