08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
ეს იყო თავდასხმა ყველა ჩვენგანზე - საფრანგეთს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ

პარიზის თავდასხმების ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. გერმანული მედია წერს, რომ ბავარიის რეგიონში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებსაც სავარაუდოდ ტერაქტებთან კავშირი ჰქონდათ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზის აფეთქებები ბელგიიდან იყო ორგანიზებული.

საფრანგეთს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ. ტერაქტები დაგმეს აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა. პირველი პირები ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ. „ეს იყო თავდასხმა ყველა ჩვენგანზე“ - ასე შეაფასა მომხდარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა.

„პარიზის მოსახლეობამ ძალადობის კოშმარი, ტერორი და შიში გადაიტანა. მინდა მათ ერთი რამ ვუთხრა. ჩვენ, თქვენი გერმანელი მეგობრები, თქვენს გვერდით ვართ, თქვენთან ერთად ვტირით და გიერთდებით იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ეს საშინელებმა ჩაიდინა. ეს თავდასხმა არ ყოფილა მხოლოდ პარიზზე, ეს იყო თავდასხმა ყველა ჩვენგანზე და ერთად გავცემთ მათ პასუხს. ჩვენ ვიცით რომ თავისუფალ გარემოში ცხოვრება ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერია და მოდით ტერორისტებს საერთო ევროპული ღირებულებების დაცვით გავცეთ პასუხი.“ - განაცხადა ანგელა მერკერმა.

მომხდარის გამო საფრანგეთის მოსახლეობას მთელი მსოფლიო უსამძიმრებს. უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში საფრანგეთის საელჩოებთან მიდის და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ყვავილებს ტოვებს.

დღის ამბები