08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ნაციონალური მოძრაობა ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს. სპეციალური განცხადებები  პარტიის სახელით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გააკეთეს.

„ეს არის შეტევა არა მხოლოდ ფრანგი ხალხის და საფრანგეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის შეტევა თავისუფლების და დემოკრატიის იდეის წინააღმდეგაც. ამიტომ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის სახელმწიფოს და ხელისუფლებას ამ ბრძოლაში და რა თქმა უნდა , განსაკუთრებულ სოლიდარობას და გულისტკივილს გამოვხატავთ ფრანგი ხალხის მიმართ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგა ბოკერიას განცხადებით კი თავისუფლებას ბევრი მტერი ყავს და ხშირად მათი მოქმედება არის სასტიკი. „ჩვენი ვალია ყველასი, რომ ამ მტერს არაფერი არ დავუთმოთ და დავიცვათ თავისუფლება ბოლომდე,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები