08 ოქტომბერი 2024,   18:50
ვრცლად
ISIS-მა პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო

პარიზში წუხელ განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა, რომელსაც, ოფიციალური მონაცმებით, 128 ადამიანი ემსხვერპლა, ISIS-მა აიღო. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC და CNN ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე ავრცელებენ. 

განცხადება ფრანგულ და არაბულ ენებზე გავრცელდა და აუდიოჩანაწერიც ახლავს. 

BBC-ის ცნობით, ჯიჰადისტთა ჯგუფი ამ განცხადებაში ამბობს, რომ პარიზში განხორციელებული თავდასხმები მიზნად ისახავს, საფრანგეთის მოსახლეობას აჩვენოს, რომ ისინი "ტოპ სამიზნედ" რჩებიან. 

ამ განცხადებაში იმაზეც არის საუბარი, რომ ტერაქტები წინასწარ კარგად შერჩეულ სამიზნე ადგილებზე, "რვა ძმის (ისლამური სახელმწიფო ორგანიზაციის წევრებს "ძმებად" მოიხსენიებს - რედაქცია)  მეშვეობით განხორციელდა, რომლებიც ასაფეთქებელი ქამრებით და  ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი".

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები