08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საფრანგეთს ისლამური სახელმწიფო ებრძვის.

მომხდარზე განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმაც.

„უნდა განვიხილოთ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირების გასაძლიერებლად. უკვე მქონა შეხვედრა სესიის მონაწილეებთან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ხვალ დავბრუნდები პარიზში და პრეზიდენტის ნაცვლად გავემგზავრები დიდი ოცეულის სამიტზე თურქეთში. მიგვაჩნია, რომ ამ რთულ პერიოდში ფრანსუა ოლანდის ყოფნა პარიზში აუცილებელია,“ - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები