ბატუტი საჩუქრად - სპორტული ინვენტარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ტანვარჯიშის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გადასცა.
უწყების განმარტებით, მათი მიზანია ბატუტზე ხტომის განვითარება რეგიონებში. გარდა ამისა, დაგეგმილია მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება.