08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
ISIS -ის სისხლიანი ისტორია

"ეს იყო ლაჩრული, სამარცხვინო და სასტიკი თავდასხმა", – ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა ტერაქტების სერია, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ მალევე აიღო და განაცხადა, რომ შეტევა საგანგებოდ შერჩეულ ადგილებზე განხორციელდა. მათი განცხადებით, ეს იყო პასუხი იმაზე, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებში სირიასა და ერაყში.

ISIS -ს უკავშირდება მსოფლიოში ყველაზე ხმაურიანი და სისხლიანი ტერაქტები. მათ შორის არის „შარლი ებდოს“ ტერაქტი, რომელიც ასევე საფრანგეთში მოხდა და 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პარიზამდე ბოლო ტერაქტი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 13 ნოემბერს მოხდა, სადაც 2-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. გარდაიცვალა 40-ზე მეტი ადმიანი, 250-მდე კი დაშავდა.

ისლამურ სახელმწიფოსთან დაახლოებულმა ეგვიპტელი მებრძოლების ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა 31 ოქტომბერს ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. თვითმფრინავში 224 მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი გარდაიცვალა.

მასშტაბური და სისხლისმღვრელი იყო თურქეთის ტერაქტების სერიაც, რომელსაც 128 ადამიანი ემსხვერპლა და 250-მდე დაშავდა.

მანამდე ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერორისტული აქტი იყო, რა დროსაც 31 ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტების სერია ტაილანდშიც. 17 აგვისტოს ბანგკოკის ტურისტულ ნაწილში, ინდუისტთა ყველაზე დიდ ტაძართან მომხდარი ძლიერი აფეთქების უკანაც ISIS -ის დგას. ბანკგკოკში ბომბის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა , 120-ზე მეტი კი დაშავდა.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს უკავშირდება ივლისში მომხდარი სისხლიანი ტერაქტები ტუნისში. კურორტს სუსში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 40 ზე მეტი ადამიანი დაღუპა.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები