08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
ტერაქტი საფრანგეთში - ომმა თანამედროვე სამყაროში სახე იცვალა

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტზე პარალელები 11 სექტემბრის ტერაქტთან ივლება. ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ტერაქტების სერია პარიზში არა მარტო ფრანგების ტრაგედია, არამედ გამოწვევაა გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. მათი განცხადებით, ტერორისტების მიზანი ცივილიზებული სამყაროს დაშინებაა და ევროპა თავდაცვით პოზიციაში არ უნდა დარჩეს.

ექსპერტების განცხადებით საფრანგეთის ტერაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ომმა თანამედროვე სამყაროში სახე იცვალა, ჰიბრიდული ომის დროს კი ძნელია გაარკვია რელურად ვინ არის თავდამსხმელი, ორგანიზატორი და დამფინანსებელი. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამ გლობალურ კონტექსტში საფრთხე შესაძლოა საქართველოსაც მიადგეს.

ტერაქტების სერიამ პარიზში მორიგ ტრაგედიად არ უნდა ჩაიაროს, ევროპამ დასკვნები უნდა გააკეთოს და თავდაცვის ნაცვლდ პროაქტიური პოზიცია უნდა ეჭიროს, - ფიქრობენ საქართველოში.

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები