08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში შეჭრილ თავდამსხმელებს შორის ერთი საფრანგეთის მცხოვრები იყო

გამომძიებლებმა 8 ტერორისტიდან ამ დროისთვის 3-ის იდენტიფიცირება მოახდინეს. თითის ანაბეჭდის მიხედვით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში შეჭრილ თავდამსხმელებს შორის ერთი საფრანგეთის მცხოვრები იყო.

ეროვნულ სტადიონთან მომხდარი აფეთქების ადგილზე კი სამართალდამცველებმა სირიისა და ეგვიპტის მოქალაქეების პასპორტები იპოვნეს.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოქმედებს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები, ჩაკეტილია საზღვრები. ქუჩებში პოლიციელებთან ერთად, დამატებით 1 500 სამხედროა მობილიზებული. არ მუშაობს თითქმის არც ერთი ღირსშესანიშნაობა, მათ შორს ეიფელის კოშკი და ლუვრი. საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება კომენდანტის საათის შემოღებასაც არ გამორიცხავს.

ტერაქტების სერიას ოფიციალური მონაცემებით, 128 ადამიანი ესმხვერპლა. საავადმყოფოებში 300–მდე დაშავებული გადაიყვანეს. ათობით მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მებრძოლებმა ფრანგულ და არაბულ ენებზე წერილობითი განცხადება და აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს და პარიზი გარყვნილებისა და უმსგავსობის დედაქალაქად მოიხსენიეს.

რადიკალი ისლამისტები სირიაში საერთაშორისო კოალიციის ოპერაციის საპასუხოდ საფრანგეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრნენ.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე, ნინო დვალიშვილი

დღის ამბები