08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
წუხანდელი ტერაქტების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

მსოფლიო ფრანგ ხალხს დღეს სრულ თანაგრძნობას უცხადებს. თითქმის ყველა ქვეყანაში საფრანგეთის საელჩოებთან და საკონსულოებთან უამრავი ადამიანი მიდის და ყვავილებს ტოვებს.

ევროპის ლიდერებთან ერთად პარიზის ტერაქტები დაგმო სირიის ლიდერმაც. ბაშარ ალ ასადის განცხადებით საფრანგეთი იგივე ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდა, რომელშიც სირიას უკვე 5 წელია უწევს ცხოვრება.

წუხანდელი ტერაქტების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გადაწყვიტეს. უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ნიუ იორკში, ვაშინგტონში, ბერლინსა და რომში. საგანგებო განცხადება გააკეთა რომის პაპმა, რომელმაც პარიზის ტერაქტებს მესამე მსოფლიო ომის ნაწილი უწოდა.

პარიზის ტერაქტების შემდეგ მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან იმაზე, რომ ისლამური სახელმწიფოს შესაჩერებლად დღემდე მოქმედი ზომები საკმარისი არ არის და ტერორისტების წინააღმდეგ მკვეთრი და კოორდინირებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები