08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
პარიზში მომხდარი ტერაქტების თვითმხილველებს შორის ქართველებიც აღმოჩნდნენ

პარიზში მომხდარი ტერაქტების თვითმხილველებს შორის ქართველებიც აღმოჩნდნენ, ბევრ ჩვენს თანამემამულეს კი იქ მეგობარი ჰყავს, რომლებთანაც ტერაქტის შემდეგ ინტენსიურ კონტაქტს ინარჩუნებენ.

პარიზში მცხოვრებ ახლობლებს საქართველოდან დღეს დილიდან უკავშირდებოდნენ. როგორც სატელეფონო საუბრებიდან ირკვევა, საფრანგეთის დედაქალაქში მცხოვრებთა უმეტესობა ქვეყნის უმაღლესი პირების მოწოდებას ითვალისწინებს და სახლის დატოვებას არ გეგმავს. მათივე ინფორმაციით საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტების განმეორების საფრთხეზე საუბრობენ.

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი

დღის ამბები