08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
საფრანგეთის საელჩოსთან მისული საქართველოს მოქალაქეები ფრანგებს სამძიმარს უცხადებდნენ

საფრანგეთისადმი თანადგომის გამოსახატად მთელი დღის განმავლობაში თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან ადამიანები იკრიბებოდნენ და ფრანგებს სამძიმარს უცხადებდნენ.

თბილისში იმყოფება კომპანია აიზენბერგ- პარიზის დირექტორი ჟან ტრენო. მომხდარი ტერაქტის გამო კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიება აღარ გაიმართება.

„ძალიან სამწუხარო ამბავია. საქართველოში სამსახურის საქმეების გამო ჩამოვედი და დიდი წვეულება უნდა მოგვეწყო. მაგრამ როცა დილით ეს საშინელი ამბები შევიტყეთ, წვეულების დაგეგმვა აღარავის უფიქრია. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით როცა შორს ვარ ჩემი ქვეყნიდან. მაგრამ ძალიან სასიამოვნოა რომ ვგრძნობთ ჩვენი ქართველი მეგობრების მხარდაჭერას. მე ფრანგი ვარ და როცა ვხედავ როგორ კლავენ ჩემს ქვეყანაში ბავშვებსა და ქალებს, ეს დიდ ტკივილს მაყენებს“, - განაცხადა კურიერთან ჟან ტრენომ.

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები