08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
საფრანგეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - გარდაცვლილია 5 ადამიანი

5 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა საფრანგეთში ჩქაროსნული მატარებლის ავარიის შედეგად. შემთვევა სტრასბურგთან ახლოს, ეკვერსჰაიმში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებელი ხიდზე გადასვლისას რელსებიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. 

შემთხვევის ადგილას უკვე მუშაობენ მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ჩქაროსნული მატარებელი პირველად ასრულწბდა რეისს პარიზი-სტრასბურგის ახალ ხაზზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, მატარებლის სიჩქარე გახდა.

საფრანგეთის ხელისუფლება მომხდარის კავშირს პარიზში განხორციელებულ ტერაქტთან გამორიცხავს. 

დღის ამბები