08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
რუსთავი 2, საკრებულო და მშვიდობის ხიდი - თბილისში შენობები საფრანგეთის დროშის ფერებში გაანათეს

პარიზის ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული საქართველოშიც, საფრანგეთთან დაკავშირებულ ობიექტებზე. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში.

რამდენიმე შენობა კი, რუსთავი 2–ის მსგავსად საფრანგეთის დროშის ფერებშია განათებული, მათ შორის, საკრებულოს შენობაც, სადაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა და ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

საფრანგეთის სოლიდარობის აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან თბილისში გაიმართა. მოქალაქეებმა ყვავილებითა და სანთლებით სოლიდარობა გამოხატეს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. თბილისში სოლიდარობის აქციაზე რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა. შეკრებილებმა ფრანგ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ტერორიზმი დაგმეს.

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები