08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
საფრანგეთისა და ბელგიის საზღვარზე 3 პირის დაკავებას პარიზის ტერაქტებს უკავშირებენ

ბოლო ინფორმაცია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შესახებ - ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 129-ს აღწევს, დაშავებულია 352 ადამიანი. ბელგიაში ჩატარებული რეიდის დროს სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

რამდნეიმე წუთის წინ კი საფრანგეთ-ბელგიის საზღვარზე კიდევ სამი პირი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, რეიდები პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს უკავშირდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საინფორმაიცო საშუალებები თვითმხილვლებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტერორისტებს შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ქალი იყო.

ცოტა ხნის წინ პარიზელები რესპუბლიკის მოედანზე სანთლებითა და ყვავილებით მივიდნენ. დემონსტრაციებისა და სხვა სახის შეკრებების აკრძალვის მიუხედავად, მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღის ამბები