08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაზე დიდი ოცეულის სამიტზე იმსჯელებენ

მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაზე როგორც გლობალურ გამოწვევაზე მსოფლიო ლიდერები დღეს ანტალიაში იმსჯელებენ, სადაც დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნება. 20 ქვეყნის ლიდერი ისლამური სახელმწიფოს მხრიდან არსებულ საფრთხეებს განიხილავს და მასთან ბრძოლის ახალ მიდგომებზე იმსჯელებს. ამას გარდა დიდი ყურადღება დაეთმობა მიგრანტების კრიზისს ევროპაში. პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო ბელეკში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია ამოქმედებული. ანკარაში აცხადებენ, რომ ისლამურ სახელმწიფოს სწორედ დიდი ოცეულის სამიტის წინ მსოფლიო ლიდერების დაშინება სურდა, თუმცა შეხვედრის ჩაშლა მაინც ვერ შეძლო.

დღის ამბები