08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
სირიის კრიზისი - პოლიტიკური პროცესის აღსადგენად 18 თვიანი გეგმა შემუშავდა

პირველი შედეგიანი მოლაპარაკებები სირიის კრიზისთან დაკავშირებით. 5 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ვენის დისკუსიის მონაწილეებმა პოლიტიკური პროცესის აღსადგენად 18 თვიანი გეგმა შეათანხმეს, რომელიც სამართლიანი არჩევნებით უნდა დასრულდეს.

დოკუმენტის თანახმად უახლოესი 6 თვის განმავლობაში სირიაში გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ახალი კონსტიტუცია მომზადდეს. ერთადერთი საკითხი, რომელიც ღიად დარჩა, ეს სირიის მოქმედი პრეზიდენტის ბედია.

შეერთებული შტატების, რუსეთის, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს ბაშარ ალ ასადის მომავალზე ერთიანი პოზიცია არ აქვთ, თუმცა დისკუსიის ყველა მონაწილე თანხმდება, რომ ისლამური სახელმწიფოს დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი.

 

 

დღის ამბები