08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
პარიზში უსაფრთხოების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ უსაფრთხოების სამსახურები მთელს საფრანგეთში - განსაკუთარებით პარიზში, თუმცა სპეციალურმა სამსახურებმა ტერაქტების მიმდებარე ტერიტორიაზე პირველადი სამუშაოები უკვე დაასრულეს. პარალელრუად, რეიდები საფრანგეთთან ერთად ტარდება ბელგიაში, რადგან მანქანას, რომლითაც ტერორისტების ერთ-ერთი ჯგუფი გადაადგილდებოდა ბელგიური ნომრები ჰქონდა. ევროკავშირმა კი მის წევრ ქვეყნებს თანხმობა მისცა გაამკაცრონ კონტროლი მის მთელს ტერიტორიებზე.

ბატაკლანის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათი თქმით ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და ტერორიზმის წინააღმდეგ აუცილებელია ერთიანი ბრძოლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები