08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
პარიზის ქუჩები ცარიელია

საფრანგეთის დედაქალაქი უჩვეულოდ ცარიელია. დახურულია ეიფელის კოშკი, მუზეუმები, თეატრები და დისნეილენდი. არ ფუნქციონირებს არცერთი კაფე-ბარი. 

ხვალ ვერსალში საგანგებო სხდომა გაიმართება. ხელისუფლების ყველა შტო ერთად შეიკრიბებიან და იმსჯელებენ საფრანგეთში შექმნილ მდგომარეობაზე და გამოსავლის გზებზე. ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტი მოხსენებით წარსდგება. ფრანსუა ოლანდი დეტალურად ისაუბრებს სამოქმედო გეგმის შესახებ. 

პარიზში კი დღესაც გლოვის დღეა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარასკევს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა და საფრანგეთში 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა. 

ავტორი: მაია გოგსაძე

 

 

დღის ამბები