08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
"გავაორმაგებთ ძალისხმევას სირიაში მშვიდობის მისაღწევად და ISIS-ის გასანადგურებლად,"- ბარაკ ობამა

13 ნოემბრის სისხლიანი პარიზული ღამე-ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ბოსტონში სოლიდარობის აქციები იმართება.  ამერიკელები პარიზში მომხდარს გმობენ და ტერორიზმის წინააღმდეგ გამოდიან. 

ვაშინგტონში დღეს დილიდან თეთრი სახლის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სოლიდარობის აქციას საფრანგეთის ელჩი ამერიკაში და ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. აქციაზე შესრულდა საფრანგეთის ჰიმნი და დაანთეს სანთლები. 

ბოსტონში კი კათოლიკურ ეკლესიებში ღვთისმსახურება აღავლინეს და გარდაცვლილებს პატივი ამ ფორმით მიაგეს. 

აშშ-ში სოლიდარობის აქციებს იმ ადამიანთა მშობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ, რომლებიც პარიზში სისხლიანი ღამის თვითმხილველები აღმოჩნდნენ. 

პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს ამერიკის პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"გავაორმაგებთ ძალისხმევას სირიაში მშვიდობის მისაღწევად და ISIS-ის გასანადგურებლად, რომელსაც ამდენი ტკივილი და ტანჯვა მოაქვს,"- აცხადებს ბარაქ ობამა. 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები