08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
ISIS-ის მებრძოლებს საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმანები ემიჯნებიან

პარიზული სისხლიანი ღამის მომწყობ ISIS-ის მებრძოლებს ემიჯნებიან საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე მუსლიმანები. ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი ტერორისტული აქტი მათთვის მიუღებელია. 

პოსტსკრიპტუმის კამერასთან საუბრის დროს მათ აღნიშნეს, რომ ISIS-ის მებრძოლებმა არც რელიგია იციან და არც მათ სცემენ პატივს. მეტიც, ფრანგი მუსლიმები ამბობენ, რომ რელიგიას ამოფარებული ტერორისტები ანადგურებენ საკუთარ ოჯახებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთო არ აქვთ ტერორიზმთან. 

დღეს რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს ქუჩაში ერთ-ერთი მუსლიმი შეხვდა, რომელიც 13 ნოემბერს აფეთქების არეალში იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ ISIS-ის მებრძოლები არიან ტერორისტები და მათთზე საუბრის დროს ის ვერ იხმარს ვერც ერთ რელიგიურ ტერმინს. ახალგაზრდა ამბობს, რომ მებრძოლები არც ჯიჰადისტები და არც ისლამისტები არ არიან. 

 

 

 

 

დღის ამბები