08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
პარიზის ტერაქტების მერვე მონაწილეს ევროპის რამნდენიმე ქვეყანაში ეძებენ

პარიზის ტერაქტების მერვე მონაწილეს ევროპის რამნდენიმე ქვეყანაში ეძებენ, გამოძიების ველი უფრო ფართოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times-ი ავრცელებს.

AFP კი იტყობინება, რომ კვირა საღამოს მეორე ტერორისტი ამოიცნეს, რომელიც ასევე საფრანგეთის მცხოვრები აღმოჩნდა. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტში 3 ძმა მონაწილეობდა, რომელთაგან ერთ-ერთს ეძებენ.

საფრანგეთის პოლიციის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა მიმალვაში მყოფი ტერორისტის  ფოტო-ეს, არის 26 წლის სალახ აბდესალამი, რომელიც წარმოშობით ბრიუსელიდან არის. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.  Sky News-ი კიდევ ორი ტერორისტის სახელს ავრცელებს, რომლებიც სავარაუდოდ მოკლული არიან. ეს არის ძებნილის ძმა იბრაგიმ აბდესალამი და ბილიარ ხადფი. Washington Post-ის ცნობით ხადფი სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მხარეს იბრძოდა. 

დღის ამბები