08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
ვითარება საფრანგეთში - პარიზი ჯერ ისევ შოკშია

პარიზი შოკიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ადგილას სროლის შესახებ, მათ შორის რესპუბლიკის მოედანზე, რასაც პანიკა მოჰყვა. მოქალაქეებმა, რომლებიც გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად იყვნენ შეკრებილი, ტერიტორია სწრაფად დატოვეს. საბოლოოდ კი ყველა შემთხვევა ცრუ განგაში აღმოჩნა.

წუხელ პარიზის საავადმყოფოში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მსხვერპლი 132-მდე გაიზარდა. მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა გლოვა პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე. მოქალაქეები და ტურისტები დროშებით, სანთლებითა და ყვავილებით მივიდნენ გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად.

პარიზელების მწუხარებას კი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში იზიარებენ. ფრანგული დროშების ფერებში განათდა პირამიდები ეგვიპტეში. გარდაცვლილები გაიხსენეს ნიუ იორკში, რიო დე ჟანეიროსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტი ოლანდი საგანგებო მდგომარეობის სამ თვემდე გახანგრძლივებას უჭერს მხარს. სწორედ ამ ინიციატივით მიმართავს ის დღეს ვერსალში ორივე პალატის კანონმდებლებს. 

დღის ამბები