08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
პარიზის ტერაქტის შემდეგ ფრანგების ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური ავიაიერიში სირიის საჰაერო სივრცეში

რამდენიმე საათის წინ, პირველად პარიზის ტერაქტების შემდეგ ფრანგულმა ავია გამანადგურებლებმა სირიის საჰაერო სივრცეში ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს.

სამიზნეს ქალაქ რაქასთან ისლამური სახელმწიფოს ობიექტები წარმოადგენდა. საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე ფრთის ლიდერი მარი ლეპენი კი ტერაქტების სერიას ქვეყნის სხვა ქალაქებშიც არ გამორიცხავს და ამას მიგრანტების ტალღას უკავშირებს.

ტერაქტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში მან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ხანგრძლივი ომი უწოდა, რომლის წარმოებისთვისაც საფრანგეთს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება სჭირდება.

დღის ამბები