08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა - ოცეულის სამიტის მთავარი თემა

პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა იქცა დიდი ოცეულის სამიტის მთავარ თემად. ერთ-ერთი პირველი მაღალი რანგის შეხვედრა კი ვლადიმერ პუტინსა და ბარაკ ობამას შორის ქალაქ ანტალიაში უკვე გაიმართა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ სირიის კონფლიქტსა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის ლიდერს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სამიტის პირველ დღეს სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროპას მიგრანტების მიმართ აკისრია. პარიზის ტერაქტები დაგმო მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტმა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც. დევიდ კემერონის თქმით, სიმშვიდის გარანტი მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ბოლომდე განადგურება იქნება.

დღის ამბები