08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
პარიზის ტერაქტი ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელთა სამმა ჯგუფმა განახორციელა - 7 ტერორისტის ვინაობა ცნობილია

პარიზის ტერაქტი ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელთა სამმა ჯგუფმა განახორციელა.

ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაცია კი საფრანგეთსა და ბელგიაში ისევ მიმდინარეობს. მათ შორის ისევ იძებნება სალეჰ აბდეს-ლამი, ერთერთი მოკლული ტერორისტის ძმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ტერორისტულ აქტებში.

ამ დრომდე 7 ტერორისტის ვინაობაა იდენტიფიცირებული. მათ თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე პარიზის გარეუბანში იქირავეს ბინა.

უკვე დადასტურებულია, რომ პარიზის თავდასხმა სირიასა და ბელგიაში დაიგეგმა.

დღის ამბები