08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფოს განადგურება მთელი მსოფლიოს ინტერესებშია" - ფრანსუა ოლანდი

დღეიდან საფრანგეთი თავდაცვის ახალ სტრატეგიაზე გადადის. ამის შესახებ ვერსალში პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით პოლიციის 5 ათასამდე დამატებითი ბლოკ საგუშაგო გაიხსნება და განხორციელდება უცხოეთის ყველა იმ მოქალაქის დეპორტაცია, რომელიც საფრთხის შემქმნელია საზოგადოებისთვის.

გარდა ამისა, საფრანგეთი სირიაში ფართო მასშტაბურ ოპერაციას იწყებს ისლამური სახელმწიფოს განადგურების მიზნით.

„ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს ცივილიზაციებს შორის, ეს არის ბრძოლა ჯიჰადისტების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთელ სამყაროს და არა მხოლოდ საფრანგეთს. ისლამური სახელმწიფოს განადგურება მთელი მსოფლიოს ინტერესებშია. ამიტომ მოვუწოდე უშიშროების საბჭოს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს საგანგებო სხდომაზე და მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ამ თემაზე სასაუბროდ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ობამასთან და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასაც გეგმავს.

განვითარებული მოვლენების ფონზე, პარიზში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩავიდა. ჯონ კერიმ პარიზში ამერიკის საელჩო საფრანგეთის ფერებში გაანათა.

„ეს ძალადობა, ტერორი და მკვლელობა არის თავდასხმა არა მხოლოდ ფრანგებზე. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ სოლიდარობა და დავდოთ პირობა, რომ არასდროს მივცემთ მკვლელებს იმის საშუალებას, რომ თავის ძალადობრივ მიზნებს მიაღწიონ,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები