08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
ბელგიამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა

პარიზის ტერაქტების შემდეგ ბელგიამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. პოლიციის დამატებით ქვედანაყოფებს სტრატეგიულ ობიექტებტან განალაგებენ და დროებით აიკრძალება ხალხის მასობრივი შეკრება. უსაფრთხოების მიზნით, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გადადო.

პარალელურად ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის სალაჰ აბდესლამის ახალი ფოტო გაავრცელა. გამოძიების ვარაუდით მას ტერაქტების მოწყობაში კიდევ 4 ადამიანი ეხმარებოდა.

უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს საფრანგეთიც. მთელი ქვეყნის მასშტაბით 115 ათასი პოლიციელისა და სამხედროს მობილიზაცია გამოაცხადეს. სიირიიდან დაბრუნებული ყველა მოქალაქე კი სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

დღის ამბები