08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
თბილისში ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ

თბილისში ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. ხალხის ნაკადი არ წყდება საკრებულოში, სადაც სამძიმრის წიგნი გაიხსნა. იქ დილიდან მიდიან მთავრობის წევრები და სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, ამ ვითარებაში ფრანგი ხალხის გვერდში დგომის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მომხდარს "ერთ-ერთ ყველაზე ცინიკური ტერორისტულ თავდასხმად" აფასებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, განცხადებით კი, "ტერორიზმს რელიგია და ეთნიკური წარმომავლობა არა აქვს და ის მსოფლიო საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია".

საკრებულოში სამძიმრის წიგნში საკუთარი სამძიმარი გამოხატა ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსიმ.

„პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ფრანგ ხალხს და სრული გამოჯანმრთელება ვუსურვო ტერაქტების შედეგად დაშავებულებს. ასეთ რთულ დროს ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. თავადაც ბევრჯერ დავზარალებულვართ ტერორიზმით. გავიმარჯვებთ მაშინ, როცა ყველა ქვეყანა გაერთიანდება, მათ შორის საქართველოც. მან უნდა იაქტიუროს და უზრუნველყოს, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. მნიშვნელობა არა აქვს, ეს საქართველოს მოქალაქეების, უცხოელების თუ დიპლომატების წინააღმდეგ იქნება მიმართული,“ - ამბობს იუვალ ფუქსი.

საკრებულოს შენობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, საღამოს 7 საათამდე 13 ნოემბერს პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმროს.

დღის ამბები