08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
ევაკუაცია გერმანია-ჰოლანდიის ამხანაგურ მატჩზე - სტადიონზე მისვლას კანცლერიც გეგმავდა

ევაკუაცია გამოცხადდა ჰანოვერში ერთ-ერთ სტადიონზე, სადაც გერმანიისა და ჰოლანდიის ამხანაგური მატჩი უნდა გამართულიყო.

პოლიციამ ორი საათით ადრე მთელ ტერიტორიაზე ევაკუაცია დაიწყო, რადგან მათ ფრანგულმა დაზვერვამ ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ შეატყობინა. მატჩზე დასწრებას კანცლერი ანგელა მერკელიც გეგმავდა.

საფეხბურთო სტადიონის გარდა, სამართალდამცველებმა ქალაქის ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზიც დაცალეს, სადაც კონცერტი უნდა ჩატარებულიყო. საბოლოოდ ბომბის არსებობა არც ერთ ადგილას არ დადასტურდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები