08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო მუქარის ახალ ვიდეოს ავრცელებს

ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო მუქარის ახალ ვიდეოს ავრცელებს. სამი ტერორისტი პარიზის ტერაქტების მიზეზებზე საუბრობს და ისევ თავდასხმებით იმუქრება.

ტერორისტების განცხადებით, პარიზის ტერაქტები და სინას ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის კატასტროფა იმ სამხედრო ოპერაციის შედეგია, რასაც ეს ქვეყნები სირიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებენ.

ფრანგულმა გამოძიებამ კი თავდასხმის ღამეს გადაღებულ ვიდეოებში სავარაუდოდ მეცხრე ტერორისტი აღმოაჩინა, რომელიც ავტომობილში იჯდა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

სამართალდამცველები კიდევ ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ფოტოს აქვეყნებენ, რომელმაც თავი სტადიონთან აიფეთქა.

დღის ამბები