08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
საფრანგეთში სამ დღიანი გლოვა დასრულდა - ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ცდილობს

საფრანგეთში სამ დღიანი გლოვა დასრულდა - ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ცდილობს. სწორედ ამ მოწოდებით გამოვიდა ჰოლანდიაში იუნესკოს კონფერენციაზე პრეზიდენტი ოლანდიც.

მისი თქმით, ტერაქტების გამო პარიზის ცხოვრების სტილი არ უნდა შეიცვალოს და ადამიანები არ უნდა ემალებოდნენ საფრთხეებს.

„ტერორიზის დამარცხება შეუძლებელია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების შეწყვეტით. ჩვენ არ მივცემთ ტერორისტებს საშუალებას, რომ ცხოვრების სტილის შეცვლა გვაიძულონ. ამიტომ პარიზი ისევ რჩება თეატრების, მუზეუმებისა და ხელოვნების ქალაქად,” - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

პარალელურად საფრანგეთი განაგრძობს ავია იერიშებს სირიის ტერიტორიაზე, რომლის ამსახველი ვიდეოც საფრანგეთის სამხედრო კომუნიკაციების სააგენტომ გაავრცელა. კადრები 15-დან 17 ნოემბრამდეა გადაღებული.

პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით კი, ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა.

მისი თქმით, ის საფრანგეთს დაზვერვის მონაცემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუზიარებს, თუ ოფიციალური პარიზი თავის რეგიონულ პოლიტიკას შეცვლის. 

დღის ამბები